დიღომში სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
დიღომში სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დიღმის სასაფლაოებთან მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

სხვა დამატებით დეტალებზე სამინისტრო ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დიღომში სასაფლაოების ტერიტორიაზე სროლა იყო, რის შედეგადაც არიან დაშავებულები, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ადმიანი დაშავდა და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.