დიდ დიღომში ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
დიდ დიღომში ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა მანქანების სახელოსნოსთან მოხდა. მათი ცნობით, ორივე ავტომობილი უფუნქციო იყო და აალების დროს იქ არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილების აალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.