დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია

20:41, 16.01.2026

დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობზეა ის გავრცელებული.

მსგავსი