დიღომში, ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი ლიკვიდირებულია

20:50, 16.01.2026

დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობია დამწვარი.

მსგავსი