დიღომში აფეთქებისას დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება
დიღომში აფეთქებისას დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება

დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებულ 21 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტის თერმული დაზიანება აღენიშნება, – ამის შესახებ პირველ არხს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის მორიგე ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, მამაკაცი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ასევე აღენიშნება თერმოინჰალაციური ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. ამ მომენტისათვის ის იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაციული ჩარევა სავარაუდოდ შეიძლება, დასჭირდეს, მაგრამ ეს ხვალ გადაწყდება. ამ ეტაპზე რაიმე კრიტიკული ცვლილება მის მდგომარეობაში არ აღინიშნება. თუ მკურნალობის მიმდინარეობისას რამე გამოიხატა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები. პაციენტი შოკიდან დაიწყებს გამოსვლას 24 საათის შემდეგ. შემოყვანისას ის გონზე იყო, ახლაც გონზეა და მეტყველებაც შენახულია“, – განაცხადა ექიმმა იაგო მათიკაშვილმა.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დატოვე კომენტარი