დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს
დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს

დიღმის ტყეში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი 2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მინიჭებასა და კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი ძველი შენობის ადგილას დაგეგმილია რესტორნისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რაც მათთვის მიუღებელია და პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, გაიხსენოს ვაკის პარკის მაგალითი და ტერიტორია გამოისყიდოს ან ადგილმონაცვლეობის მეთოდს მიმართოს.