დიღმის ტყე-პარკში აქცია მიმდინარეობს
დიღმის ტყე-პარკში აქცია მიმდინარეობს

თბილისში, დიღმის ტყე-პარკში აქცია იმართება. მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია „კიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყე-პარკში რესტორნის მშენებლობა იგეგმება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, თბილისის მერია საკითხით დაინტერესდეს და არ აშენდეს რესტორანი. მათი თქმით, ამ მშენებლობამ დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს. ისინი საკითხის საჯარო განხილვებსაც ითხოვენ ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით.

აღნიშნულ საკითხს, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა,, მისი შეფასებით, აქციის მონაწილეებს არასწორი ინფორმაცია აქვთ, რადგან ტერიტორიის გამოსყიდვა და ადგილზე ზუსტად იგივე მასშტაბის დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება.