დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
დიღმის მასივში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების ფაქტი პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყების ცნობით აფეთქების მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო.