დიღმის მასივში დაზიანებული კორპუსიდან 21 ოჯახს გამგეობა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს
თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსიდან 21 ოჯახს დროებითი საცხოვრებლით ადგილობრივი გამგეობა უზრუნველყოფს. ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.
21 ოჯახიდან 13 ოჯახი სასტუმრო „444“-ში დაბინავდება. დანარჩენი რვა დღეს ახლობლებთან დარჩება. დიდუბის გამგებლის თქმით, გამგეობა მზად არის, ისინიც დააბინაოს.
კორპუსის მე-3 და მე-4 სადარბაზოში ელექტროენერგია და წყალი გათიშულია. მიმდინარეობს შენობის მდგრადობის შესწავლა. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ზიანის აღწერა და დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარებიან.