დიღმის მასივში აფეთქების შედეგად სამი ბინის კედლები და ოთხი ავტომობილი დაზიანდა
დიღმის მასივში აფეთქების შედეგად სამი ბინის კედლები და ოთხი ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოიწვია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

აფეთქებამ ასევე დააზიანა ოთხი ავტომანქანა.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რვა მოქალაქე. არც ერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა.

„ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა.