დიღმის მასივში აფეთქების მიზეზებს ენერგოომბუდსმენიც შეისწავლის

14:56, 07.04.2019

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესწავლას იწყებს. ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას და ახსნა-განმარტებას შპს „ყაზტრანსგაზისგან“ ხვალ დილით მოითხოვს.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.

მსგავსი