დიღმის მასივში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება
დიღმის მასივში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დიღმის მასივში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დიდუბის რაიონში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა არის აუცილებელი, რის გამოც 11:45 საათიდან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის I ჩიხში (ბელიაშვილის ქ.5 და დიღმის მას 3კვ შენობა/ნაკვეთი 038/002).

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის” – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში.