დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა
დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

თბილისის მერიამ დიღმის ჭალების პარკის მოწყობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა. მანამდე კი, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი ტენდერი შეწყდა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება მოხდა.

ახალ ტენდერში განაცხადების მიღება 23 ივლისამდე იწარმოებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 864 406 ლარია. აქედან 10 პროცენტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან წელს მიიმართება, 90 პროცენტი კი 2020 წელს.

შეგახსენებთ, რომ დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობა იგეგმება. საუბარია ე.წ. გლდანის ხიდებთან არსებულ ტერიტორიაზე. იგეგმება მდინარე მტკვარზე არსებული კუნძულის კეთილმოწყობაც.