„დიფ სთეითი“ - რუსეთის არმია პოკროვსკის და კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მახლობლად დაწინაურდა
„დიფ სთეითი“ - რუსეთის არმია პოკროვსკის და კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მახლობლად დაწინაურდა

რუსეთის არმია პოკროვსკის და კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მახლობლად დაწინაურდა, – ამის შესახებ „დიფ სთეითის“ მონიტორინგის პროექტმა განაცხადა, რომელიც ხუთი დასახლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ უახლეს მონაცემებს აქვეყნებს.

„მტერმა პოკროვსკის, პოლტავკის, ვლადიმიროვკისა და ნოვონიკოლაევკის მახლობლად წინ წაიწია“, – ნათქვამია ანგარიშში. მოხსენების თანახმად, ქალაქში სიტუაცია კვლავ რთული რჩება, რადგან რუსეთი აგრძელებს „ქვეითების შეყვანას“.

ამავდროულად, ფინური ანალიტიკური ჯგუფის, „ბლექ ბერდ გრუფის“ ანალიტიკოსმა, პასი პაროინენმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები პოკროვსკში მნიშვნელოვანი რაოდენობით იმყოფებიან და ამჯერად უკრაინელები მათ განდევნას ვერ შეძლებენ, როგორც ეს ზაფხულში მოახერხეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არავის აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში პოკროვსკის რაიონში.