დიეგო სიმეონემ „კამპ ნოუზე“ პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
დიეგო სიმეონემ „კამპ ნოუზე“ პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო მადრიდის „ატლეტიკოსთან“.

პაუ კუბარსის გაძევების გამო კატალონელები 44-ე წუთიდან ათი ფეხბურთელით თამაშობდნენ. „ატლეტიკომ“ ორჯერ შეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება: 45-ე წუთზე ხულიან ალვარესმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, 70-ე წუთზე კი ალექსანდერ სორლოტმა მეორე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში.

დიეგო სიმეონემ, რომელიც თითქმის 15 წელია, ავარჯიშებს „ატლეტიკოს“, პირველად მოიგო „კამპ ნოუზე“. მანამდე იყო 7 ფრე და 10 წაგება.

განმეორებითი მატჩი მადრიდში 14 აპრილს გაიმართება.