დიეგო სიმეონე - მესი რონალდოს კონკურენტია და არა მარადონასი
დიეგო სიმეონე - მესი რონალდოს კონკურენტია და არა მარადონასი

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გამოთქვა აზრი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებაზე.

„მესი განსაკუთრებული მოთამაშეა, რადგან არ აღელვებს არაფერი, გოლებისა და გამარჯვებების გარდა. მას შეუძლია ითამაშოს 4-4-2 სქემაში ვალვერდესთან, 3-5-2-ში ლუის ენრიკესთან და 4-3-3-ში გვარდიოლასთან „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე. ერთადერთი, რასაც მესისთვის მნიშვნელობა აქვს – გვერდით ჰყავდეს გუნდი, რომელიც იფიქრებს მოგებებზე და მიზნების მიღწევაზე, როგორც თავად ლეო.

ბევრი ფიქრობს, რომ მესის კონკურენცია აქვს დიეგო მარადონასთან და ცდილობს, აჯობოს მის მიღწევებს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, ლეოს მხოლოდ კრიშტიანო რონალდოსთან აქვს კონკურენცია და ეს დაპირისპირება ორივეს კიდევ უფრო აძლიერებს და უკეთესს ხდის. მას ნამდვილად უნდა მსოფლიოს ჩემპონატის ან კოპა ამერიკას მოგება, მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა – იყოს რონალდოზე უკეთესი“, – მოჰყავს სიმეონეს სიტყვები პორტუგალიურ გამოცემა „ბოლას“.

მესისა და რონალდოს ხუთ-ხუთი „ოქროს ბურთი“ აქვთ მოგებული.