ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას მუხლებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს: მექსიკური „დორადოსის“ მთავარ მწვრთნელს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
როგორც ირკვევა, პრობლემის მიზეზი მუხლების ართროზია. ბოლო მატჩისთვის მარადონამ ვარჯიშის ჩატარებაც კი ვერ შეძლო და ეს მისმა თანაშემწემ გააკეთა.