დიეგო მარადონამ ვენესუელას ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა
დიეგო მარადონამ ვენესუელას ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა

სამხრეთამერიკულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა დიეგო მარადონას შესახებ. როგორც ირკვევა, ლეგენდარულმა არგენტინელმა უარი თქვა ვენესუელას ნაკრების გაწვრთნაზე.

59 წლის მარადონას სიტყვებით, ორი დღის წინ, მას მიმართეს ახალი სამუშაოს შესახებ წინადადებით, მაგრამ დიეგომ გადაწყვიტა არ დატოვოს არგენტინული კლუბი „ხიმნასია”, რომლის მთავარ მწვრთნელად გასული წლის სექტემბრიდან მუშაობს.