ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბი „ელჩე“, შესაძლოა, ლეგენდარული დიეგო მარადონას ახალი სამუშაო ადგილი გახდეს. გაზეთ „მარკას“ინფორმაციით, გავლენიანი არგენტინელი კრისტიან ბრაგანრიკი ახლოს არის „ელჩეს“შეძენასთან. თუ ეს მოხდება, ბრაგარნიკი დაინტერესებული იქნება იმით, რომ მარადონა გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნოს.
59 წლის მარადონა დღეისთვის არგენტინული „ხიმნასიას“ მწვრთნელია. არგენტინელს „ელჩეში“უფრო მაღალ ხელფასსა და პერსპექტიულ პროექტს პირდებიან.
დღეისთვის, „ელჩე“ სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა. ბოლო ეს გუნდი პრიმერაში 2014-15 წლებში თამაშობდა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ელჩეს“შეძენით ასევე დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა.