არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გადაიტანა.
ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელშიც ის ბუენოს აირესის ერთ-ერთი კლინიკის დერეფანში დასეირნობს.
„დღეს ისევ გავიარე, თითქოს 15 წლის ვარ. დიდი მადლობა ჩემს ქირურგს და ყველას, ვინც ამ საავადმყოფოში ჩემზე ზრუნავს“, – დაურთო ვიდეოს მინაწერი მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მარადონამ ვადაზე ადრე დატოვა მექსიკური კლუბი „დორადოსი“, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.