პოპულარულმა ვებგვერდმა GiveMeSport-მა დაასახელა თავისი ვერსიით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელების ტოპ-ოცეული. სიაში პირველი ადგილი დაიკავა არგენტინელმა დიეგო მარადონამ, მეორე – ბრაზილიელმა რონალდინიომ, მესამე – ნიდერლანდელმა იოჰან კრუიფმა.
მეხუთე ადგილზე გავიდა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, მისი ყოფილი თანაგუნდელი ნეიმარი – მე-12 ადგილზე, სრულად რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. დიეგო მარადონა (არგენტინა)
2. რონალდინიო (ბრაზილია)
3. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები)
4. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
5. ლიონელ მესი (არგენტინა)
6. ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია)
7. ტიერი ანრი (საფრანგეთი)
8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
9. ანდრეა პირლო (იტალია)
10. ჩავი (ესპანეთი)
11. პოლ სქოულზი (ინგლისი)
12. ნეიმარი (ბრაზილია)
13. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
14. პელე (ბრაზილია)
15. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)
16. რონალდო (ბრაზილია)
17. ფერენც პუშკაში (უნგრეთი)
18. ხუან რომან რიკელმე (არგენტინა)
19. რობერტო ბაჯო (იტალია)
20. არიენ რობენი (ნიდერლანდები)