დიეგო მარადონა ყოველთვიურად 100 ათას ევროს ხარჯავდა 50 ოჯახის შესანახად
არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ყოველთვიურად 10 მილიონ არგენტინულ პესოს (დაახლოებით 100 ათასი ევრო) ხარჯავდა მასთან დაახლოებული ადამიანების სარჩენად. ამის შესახებ ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ America TV-ზე დაყრდნობით დაწერა.
წყაროს ცნობით, თანხა იხარჯებოდა 50 ოჯახის შესანახად: ფეხბურთელის ნათესავები და გარემოცვა როგორც არგენტინაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ფული იჭრებოდა მარადონას ანგარიშებიდან, რომლებიც დღეს დაბლოკილია არგენტინის საგადასახადო სამსახურის მიერ და მათზე წვდომის საშუალება არავის აქვს. შესაბამისად, ნახსენები ოჯახების დაფინანსება შეჩერებულია.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.