დიეგო მარადონა ყოფილი მეგობარი გოგონას სარჩელის გამო სასამართლოში წარდგება
დიეგო მარადონა ყოფილი მეგობარი გოგონას სარჩელის გამო სასამართლოში წარდგება

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს, – დაწერა რამდენიმე არგენტინულმა გაზეთმა.

იტყობინებიან, რომ დაპატიმრების მიზეზი გახდა მარადონას ყოფილი შეყვარებულის, როსიო ოლივას სარჩელი. ქალი ყოფილი ფეხბურთელისგან ხუთ მილიონ ფუნტს ითხოვს. ისინი ერთმანეთს ექვსი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და გასული წლის დეკემბერში გაიყარნენ.

დიეგო მარადონა სამშობლოში მექსიკიდან ჩავიდა, სადაც კლუბ „დორადოსის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს. დაკავების შემდეგ, ლეგენდას გამოუცხადეს, რომ მისი საქმის პირველი სასამართლო მოსმენა 13 ივნისს იქნება. ამის შემდეგ, დიეგო გაანთავისუფლეს. მას თან ახლდა ადვოკატი მატიას მორლა.