ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელიც დღეს არგენტინულ „ხიმანსიას“ უდგას სათავეში, საავადმყოფოში მოხვდა, – ამის შესახებ წერს გამოცემა Todo Noticias.
წყაროს ცნობით, 60 წლის მარადონა ორშაბათს, ლა პლატას კლინიკაში მიიყვანეს გამოკვლევების სერიის გასავლელად. 30 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე პუბლიკის წინაშე გამოჩენისას, მისი მდგომარეობა უკვე გაუარესებული იყო და მას სიარული უჭირდა.
მარადონა საავადმყოფოში პირადი ექიმის თანხლებით მივიდა. გამორიცხული არ არის, რომ გამოკვლევის შემდეგ, ლეგენდას სხვა კლინიკაში გადაიყვანენ.
მარადონას გარემოცვაში გამორიცხავენ, რომ ჰოსპიტალიზაციას რაიმე კავშირი აქვს კორნავირუსთან და ირწმუნებიან, რომ ეს არ იყო საგანგებო შემთხვევა და ის თავად არგენტინელთან იყო შეთანხმებული.