ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ისევ საავადმყოფოში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ამჯერად, მას ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა მოუწევს, – იტყობინება BBC.
მარადონა სამი დღის წინ გამოწერეს ქალაქ ლა პლატას კლინიკიდან მას შემდეგ, რაც თავის ტვინზე ოპერაცია გადაიტანა. ახლა, ის ბუენოს აირესის საავადმყოფოშია მოთავსებული და მასთან მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უშვებენ.
მარადონა ბოლოს პუბლიკის წინაშე 30 ოქტომბერს, თავისი 60 წლის იუბილეს აღნიშვნისას გამოჩნდა, რის შემდეგაც, მისი მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს.