ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „კლარინმა“.
წყაროს ცნობით, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მოულოდნელი შეტევა. ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში საკუთარ სახლში იმყოფებოდა თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.
დიეგო მარადონა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონია.