დიეგო ლუგანო - არგენტინას დაეხმარნენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში, ხუთიდან ოთხი პენალტი არ ყოფილა #1TVSPORT
ურუგვაის ნაკრების ყოფილი მცველი დიეგო ლუგანო დარწმუნებულია, რომ არგენტინის ნაკრებს დაეხმარნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.
„არგენტინას დაეხმარნენ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. არანაირი ეჭვი არ არის იმაში, რომ მას დახმარების ხელი გაუწოდეს. მათ ჰქონდათ თავიანთი დამსახურებები, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ხუთიდან ოთხი პენალტი, რომელიც მათ სასარგებლოდ დანიშნეს, არ ყოფილა. ეს რეალობაა.
ეს მესის დამსახურებაა, რომელიც მძლავრ რეკლამას უკეთებს საკუთარ თავს მსოფლიო დონეზე. თქვენ ხედავთ მაიკ ტაისონს მესის მაისურში, ხედავთ ტაიგერ ვუდსს, როჯერ ფედერერს… ნუთუ გგონიათ, რომ ფიფა ამას ვერ ხედავს და ეს მის სასარგებლოდ არ არის?
მესის და, შესაბამისად, არგენტინის ნაკრების დამსახურება იმაშია, რომ მათ შეძლეს ამ დახმარების გამოყენება“, – განაცხადა ურუგვაის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მცველმა.