დიეგო კოლასი - ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, კოლექტიურ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს
დიეგო კოლასი - ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, კოლექტიურ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს

დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში, საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის, მაგალითად, ტაჯიკეთი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და საფრანგეთს აქვთ ახლო კოორდინაცია არსებული კრიზისის მიმართ.

„ვთვლი, რომ ერთად მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს, განსაკუთრებით გაერო-ს დონეზე, სადაც საქართველოს წვლილი არის მნიშვნელოვნად ხაზგასასმელი. კარგი კოორდინაცია გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ყველა ამ დისკუსიის წინ წასაწევად. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებით და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, კოლექტიურ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს შავი ხვრელი ბიზნესის საწარმოებლად, როგორიც არის მაგალითად ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერთან. როდესაც შედგა ჩვენი შეხვედრა პრემიერთან, გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის რეგიონულ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ელჩმა.