დიეგო კოლასი – შს სამინისტროში შეხვედრაზე დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო
განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა შს მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.
„დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.
განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა“, – წერს დიეგო კოლასი „ტვიტერში“
We diplomats had a meeting yesterday at the MIA. We reaffirmed strong disappointment with the breakdown of const order, massive violations of HR on 7/5 in Tbilisi. Instead of divisive words, we called on govt to recommit to protect all incl minorities, 🏳️🌈, press.
— Diégo Colas (@ColasDiego) July 13, 2021