დიეგო კოლასი - საქართველომ ყველაზე მეტად იცის, რომ რუსეთი პატივს არ სცემს არავის სუვერენიტეტს და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს
ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები, უზრუნველვყოფთ ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, შეიარაღების უზრუნველყოფას, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველომ ყველაზე მეტად იცის, რომ რუსეთი პატივს არ სცემს არავის სუვერენიტეტს და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს.
დიეგო კოლასი აცხადებს, რომ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება საშიში აგრესიის წინააღმდეგ ერთიანად იმოქმედოს.
„ეს არის ეთნოცენტრული ხედვის ქვეყანა. 10 მარტს განხორციელებული შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა შესაბამის კვლევას, რომ ისტორიის განმავლობაში დაშვებული შეცდომები არ განმეორდეს. კონკრეტულად საშიში აგრესიის წინააღმდეგ სამოქმედოდ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიანად იმოქმედოა. უკვე ნათლად ვაცხადებთ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომ ნებისმიერ თავდასხმას და შეტევას უკრაინის სუვერენიტეტზე მოჰყვება მნიშვნელოვანი რეაგირება. 12 ნოემბერს შესაბამისი შეხვედრა იყო ორგანიზებული ამ ყველა გზავნილის გასაჟღერებლად. ევროკავშირი და მისი პარტნიორები, თავისი პირობის შესაბამისად იქცევიან. სანქციებმა თვითონ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. წინა წლებში სანქციები მოიცავდა ვიზებზე შეზღუდვას, მობილობის შეზღუდვას, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ დისკუსიებში მონაწილეობის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, დღეს სანქციები განსხვავებული ფორმით გამოიყენება – ეს არის ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებაზე და ეკონომიკაზე. მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩვენს დახმარებას უკრაინისადმი, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების დახმარებას. ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მიდის იზოლირებისთვის. მოკლევადიან ჭრილში მიზანი არის, რომ მიღწეული იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რათა შემცირდეს ომით გამოწვეული დანაკარგები. ეს არის პრეზიდენტ მაკრონის მიერ გაჟღერებული წინადადებები, რათა შესაბამისი ჰუმანიტარული ძალისხმევები ყოფილიყო წარმატებით დაგვირგვინებული, რომ მიღწეული იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს არის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის წევრი და ნაწილი იყოს“, – განაცხადა ელჩმა.