დიეგო კოლასი – საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება საქართველოს გლოვას შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო
საქართველოში საფრანგეთის ელჩი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„მთელი ჩემი ფიქრები დამწუხრებული ბათუმისკენ არის მიმართული. საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება საქართველოს გლოვას შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და დამწუხრებულებს სიმშვიდეს. ამასთან, პატივისცემას გამოვხატავთ მაშველების გუშინდელ უწყვეტ მუშაობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დიეგო კოლასის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
All my thoughts fly towards Batumi in grief. 🇫🇷 embassy and institute join 🇬🇪 in mourning the loss of life in the building collapse, in wishing recovery to the wounded and comfort to the grieving, and in admiring the relentless work of rescue workers since yesterday. pic.twitter.com/ezBuXzsBiB
— Diégo Colas (@ColasDiego) October 9, 2021