დიეგო კოლასი იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას იძლევა
დიეგო კოლასი იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას იძლევა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მიიჩნევს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას იძლევა.

როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, ნებისმიერი რამ, რაც შეთანხმებას აახლოებს მხარეებს, არის კარგი.

„საჯაროდ მითქვამს, რომ ყველაფერი, რაც შეთანხმებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასთან გვაახლოებს, არის კარგი, რადგან საქართველომ უნდა მიმართოს თავისი ენერგია მის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ. მე ახლახან შევიტყვე ეს ამბავი და ჯერ არ მსურს ვრცელი კომენტარის გაკეთება, რადგან, არ ვიცი ზუსტად, რა ხდება. ვიმედოვნებ, რომ ეს არის ის, რაც გვაახლოებს ყველა პარტიას შორის შეთანხმებისკენ და კრიზისიდან გამოსავლის საშუალებას იძლევა. არ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე ამ ეტაპზე ვართ, თუმცა ნებისმიერი რამ, რაც შეთანხმებისკენ გვაახლოებს, არის კარგი. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ეს არის, რასაც ვიხილავთ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

საქართველოს პარლამენტი  თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.