დიეგო კოლასი - ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ ძალიან წინ წაიწია დემოკრატიის გზაზე და ამ დემოკრატიის ფარგლებში, პანდემიასთან ბრძოლისას მიაღწია დიდ წარმატებას
დიეგო კოლასი - ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ ძალიან წინ წაიწია დემოკრატიის გზაზე და ამ დემოკრატიის ფარგლებში, პანდემიასთან ბრძოლისას მიაღწია დიდ წარმატებას

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ ძალიან წინ წაიწია დემოკრატიის გზაზე და ამ დემოკრატიის ფარგლებში, პანდემიასთან ბრძოლისას მიაღწია დიდ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც დიეგო კალასმა აღნიშნა, 14 ივლისი არის ბასტილიის აღებს დღე, რომლის აღნიშვნაც წელს ტრადიცული ფორმით ვერ მოხერხდება.

„14 ივლისი ჩვენთვის არის ხელსაყრელი შემთხვევა, რათა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, რას ნიშნავს ეს დღესასწაული დემოკრატიებისთვის. დემოკრატია, ეს არის მთავრობისთვის გამჭვირვალობა, სიმართლე. საქართველოში ჩვენ ვნახეთ, რომ მან ძალიან წინ წაიწია დემოკრატიის გზაზე და პანდემიასთან ბრძოლაში ის ძალიან დიდ წარმატებას აღწევდა  ჩვენ 14 ივლისის აღსანიშნავად მეგობრობის ჟესტს წარვმართავთ ქართველი ხალხისათვის. ზოგადად საფრანგეთში ხშირად იმართება სამხედრო დეფილე. დღესაც იქნება უფრო მცირე მასშტაბის ღონისძიება პანდემიის გამო. ჩვენ პანდემიის გამო პატივს მივაგებთ ექიმებსა და მედდებს, რადგან ისინი მობილიზებული იყვნენ პანდემიის ფარგლებში, ასევე ყველა დასაქმებულ პირს,  ქალებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ამ პროცესებში პანდემიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობებია.

„ჩვენ დავიწყეთ ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი, რომელიც ატარებს დიმიტრი ამილახვრის სახელს, რომელიც საფრანგეთის ლეგიონის გმირი იყო და ჩვენ ეს ურთიერთობები ბევრ კონკრეტულ შედეგში გადაითარგმნა. ჩვენ დავაარსეთ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი, მცირე კულტურული პროგრამები და ამ პანდემიის მანძილზე მედიათეკა, ფრანგული სკოლა აგრძელებდნენ საქმიანობას. კულტურის მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, იმედი გვაქვს, რომ უნივერსიტეტებთან, სორბონასთან გავაგრძელებთ ურთიერთობას. გვაქვს ასევე საჭიროება, რომ მუდამ შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა. თქვენ ასევე იცით, რომ საფრანგეთმა შეადგინა 13 ქვეყნის სია, რომელთათვისაც გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, საქართველოც არის სიის წევრი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დიდ მეგობრობას და კავშირებს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორისაა განვითარებული“, – განაცხადა ელჩმა.