დიეგო კოლასი – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომას ეხმიანება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.
„ეუთო-ს მუდმივი საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის“, – წერს დიეგო კოლასი „ტვიტერში“.
In view of yesterday’s OSCE PC discussion, 🇨🇵 wants to restate its position against ongoing “borderization” activities along the ABL with 🇬🇪 region of South Ossetia/Tsinkhvali reg, risking destabilization and hardship for local populations @TsikhelashviliK @DZalkaliani @chfages https://t.co/IUgzYLpRdm
— Diégo Colas (@ColasDiego) May 29, 2020