დიეგო გოდინით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან
დიეგო გოდინით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან

მილანის ინტერის მცველი დიეგო გოდინი, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს იტალიურ კლუბს და კარიერას ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას იტალიური „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.

ამ ეტაპზე, 34 წლის ურუგვაელისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემ ჰოტსპური“ იბრძვიან, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი 8 მილიონი ევროა. რაც შეეხება მის კონტრაქტს მილანურ კლუბთან, ის 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.