დიეგო ფორლანს პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტი ექნება #1TVSPORT
დიეგო ფორლანს პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტი ექნება #1TVSPORT

ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფორვარდი დიეგო ფორლანი მონტევიდეოში საჩოგბურთო „ჩელენჯერში“ ითამაშებს, რომელიც 11-17 ნოემბერს გაიმართება.

ის წყვილების თანრიგში არგენტინელ ფედერიკო კორიასთან ერთად ითამაშებს.

45 წლის ურუგვაელმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ვეტერანთა ტურნირებში თამაშობს.