დიდველის სათხილამურო ტრასა ოფიციალურად გაიხსნა
დიდველის სათხილამურო ტრასა ოფიციალურად გაიხსნა

ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, დამსვენებლები ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ სათხილამურო გზით ისარგებლებენ.

2000-მეტრიან სათხილამურო ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთოპატრული უზრუნველყოფს.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ცნობით, საბაგირო ყოველ დღე, 10:00-17:00 მდე იმუშავებს.

დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი.

კურორორტზე არის 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის.

დიდველზე სრიალი ღამეც შესაძლებელია, დაამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.