დიდუბისა და ჩუღურეთის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს, გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დიდუბისა და ჩუღურეთის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს, გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, სოფელი დიღმის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს, კერძოდ: ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, იაკობ რაინეგსის, მაქს ტალკეს, ჰაინრიხ კლაპორტის, ჰუბერტის, კასტელისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორისა და საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.

ასევე გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, ხეთაგუროვის ქუჩის №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათზე.

„შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.