დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.
„სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსასვენებელ სივრცესა და სპორტულ მოედანს, ასევე, გაკეთდება საპარკინგე სივრცე და სრულად განახლდება გამწვანების თარგები. საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.