დიდუბის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება

06:45, 12.10.2018

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს დიდუბის რაიონში, უზნაძის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 13 ოქტომბრის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება დიდუბის რაიონში კახიძის, უზნაძის, უ. ჩხეიძის, დგებუაძის ქუჩებზე და მარჯანიშვილის ქ. N 3,6,8.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი