დიდუბის რაიონში ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე მოეწყობა

13:08, 27.06.2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სავარჯიშო სივრცეების მოწყობა ხუთ მისამართზე სრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება და სავარჯიშო სივრცე საჩრდილობლით გადაიხურება.

მიმდინარე წელს, დიდუბესა და დიღმის მასივში 25 ფიტნეს-ზონა მოეწყო. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 446 635 ლარი გამოიყო.

სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი