დიდუბის რაიონში ახალი ქსელის მონტაჟის გამო აბონენტების ნაწილს 5 ოქტომბერს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
დიდუბის რაიონში ახალი ქსელის მონტაჟის გამო აბონენტების ნაწილს 5 ოქტომბერს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დიდუბის რაიონში ახალი, უსაფრთხო გაზმომარაგების ქსელის მონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ახალ ქსელზე გადართვის გამო 5 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

„მეტი უსაფრთხოებისთვის აბონენტები უნდა გადავრთოთ სრულიად ახალ ქსელზე, რისთვისაც 5 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:

კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს „კედიას 10”-ს, შპს ,,GD GROUP”-ს და „ალისფერი აფრები”-ს საცხოვრებელი კორპუსების, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის, სოხუმის ქ. 4-6ა, 7, 7ა, 8, ბაქრაძის ქ. 4, 6ა, ვანის ქ. 4, 7, არჩილ კერესელიძის ქ. 1, 2, 3, 5, ფოთის ქ. 12/14, ვ. ბაგრატიონის ქ. 53, დიდუბის II შეს. 3 (დიდუბის II შეს. 20), 14 (წერეთლის გამზ. 66), 19ბ (წერეთლის გამზ. 70), 20, წერეთლის 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, წერეთლის გამზ. 57, 58, 59, 61, 63, 64, 65-1, 63-1, 63-2, 67, 69, 71, 70, 72, 73, 74, 76, 77, 77ა, 77ბ, 87ა, 87ბ, 87ზ, 89, ევდოშვილის ქ. 2-ში შპს „კარკასი”-ს, 2/10-1, 2/10-2, 2/10-3, 2/10-4, 2/10-5, 2/10-6, 2/10-7, 2/10-8, 3, 12, 18, 14, 18, 20-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გორისა და ძმ. ფიფიების (ყოფ. გორონინის) ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აგრეთვე შეუწყდება წერეთლის გამზ. 67-ში – სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს”, წერეთლის გამზ. 77-ში – ბაგა–ბაღი # 207-ს, შპს „ორიონს”, ცაბაძის ქ. 8-ში – შპს „კოლხას”, ბაქრაძის ქ. 6-ში – შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს”, ვ. ბაგრატიონის ქ. 58-ში – # 100 საჯარო სკოლას, კედიას ქუჩაზე სს „სასკოლო ინვენტარის ფაბრიკას”, შპს „იმედი 999”, შპს „ვეგა”, შპს „საუნჯეს” – სკოლა, შპს „თეგეტა მოტორს”, კედიას ქ. 7-ში მდებარე ქ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებელს, კედიას ქ. 4-ში მდებარე შპს „ჯ-ი”-ს (ყოფილი „წითელი ჯვარი”), შპს „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მქონე რეაბილიტაციის ცენტრს”, თევდორე მღვდლის ქ. 53-ში – კომპანია „ლუქსი 2004”-ს, გორის ქ. 1-ში – შპს „დესთინეიშენ ჯორჯიას” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

გაცნობებთ, რომ „თბილისი ენერჯი“ ოპერატიულად ახორციელებს ახალ თანამედროვე გაზმომარაგების ქსელზე გადართვის სამუშაოებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება სამშაბათს – 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 სთ-მდე.

კომპანია „თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვმუშაობთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, რომ ზამთარი მშვიდად და თბილად გაატაროთ საკუთარ ოჯახებში.

გაზის უსაფრთხო მოხმარების წესების გასაცნობად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს www.te.ge. გაზის გაჟონვის შემთხვევაში დარეკეთ სწრაფი რეაგირების ნომერზე 114“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.