დიდუბის რაიონში უსახელო სკვერს კინორეჟისორ სიკო დოლიძის სახელი მიენიჭა

17:15, 10.08.2021

კინორეჟისორ სიკო დოლიძის სახელი მიენიჭა დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს. ამის შესახებ განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

თბილისის საკრებულოს განკარგულება დღეს 10 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

მსგავსი