დიდუბის რაიონის მაჟორიტარის განცხადებით, მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა
დიდუბის რაიონის მაჟორიტარის განცხადებით, მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა

დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარიტიშვილი აცხადებს, რომ მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„სავარაუდოდ, არის გაზის აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ ყველაფერში. გამგეობა და მერია უზრუნველყოფს ამ კორპუსში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ბინებით და ყველა იმ საჭიროებით, რაც აქვთ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული. როგორც  თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.