დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას დღეს მემორიალი გაიხსნება
დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას დღეს მემორიალი გაიხსნება. ამის შესახებ სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა 22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მომხდარი სისხლიანი დანაშაულებები.
მემორიალი დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება. მოძრაობის წევრების ცნობით, მემორიალის გახსნა თბილისის მერიასთან არის შეთანხმებული.