დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ხვალ მემორიალი გაიხსნება
დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ხვალ მემორიალი გაიხსნება

ხვალ, 23 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, დიდუბის ეკლესიასთან მემორიალი გაიხსნება. ამის შესახებ სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ეს მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს, ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მომხდარი სისხლიანი დანაშაულებები.

მემორიალი ხვალ, 15:00 საათზე გაიხსნება. მოძრაობის წევრების ცნობით, მემორიალის გახსნა თბილისის მერიასთან არის შეთანხმებული.