დიდუბეში, „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია
დიდუბეში, „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

დიდუბეში, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

„გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ.მ. ფართობი.