დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

02:22, 06.07.2018

თბილისში, დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი