დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" პერსონალი იკითხება 
დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულის" პერსონალი იკითხება 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში სავაჭრო ცენტრის პერსონალის გამოკითხვის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოკითხვა ამ დროისთვისაც გრძელდება.

რამდენიმე ადამიანი უკვე გამოვიდა გამოკითხვიდან, თუმცა უჭირთ საუბარი, რა შეიძლება გამხდარიყო სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.