დიდთოვლობის გამო წალკის სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია
დიდთოვლობის გამო წალკის სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალკის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო 16-მდე სოფელში საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. წალკის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, თუმცა ქარისა და ნამქერის გამო სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაობის დაწყება ვერ ხერხდება.

წალკა-თბილისის მიმართულებით საავტომობილო გზა ამ დროისთვის გახსნილია.

„წალკა-თბილისის გზა გახსნილია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაც შეეხება სოფლებთან დამაკავშირებელ გზას, ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა, ძლიერი ქარის და ნამქერის გამო შეზღუდულია მოძრაობა. ველოდებით ქარის ჩადგომას. ტექნიკა მობილიზებულია, დახლოებით 15-16 სოფელში ვერ უკავშირდებიან რაიონის სოფლები ცენტრთს“, – აცხადებს წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, წალკის მერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არის. ასევე, დიდთოვლობის გამო დაშავებულთა შესახებ ჯერ რაიმე შეტყობინება არ შესულა.